TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს მინიმუმ 3 კვირა გაუცდება

პიერ კალულუმ ცოტა ხნის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და სამწუხაროდ, ფრანგს ტრავმა დაუდასტურდა.

შემოწმებამ კალულუს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაბალი ხარისხის დაზიანება დაუდგინა, რის გამოც ის სამედიცინო შემოწმებას 10 დღეში განმეორებით გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

რომეო აგრესტის ცნობით, პიერს მინიმუმ 3, მაქსიმუმ კი 4 კვირა გაუცდება.

error: დაცული კონტენტი !