TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარიერაში პირველად, პიერ კალულუ საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

იუვენტუსში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, პიერ კალულუ კარიერაში პირველად საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს.

24 წლის ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ იუვენტუსი უახლოეს პერიოდში მისი გამოსასყიდი თანხის – 14 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

საფრანგეთის ნაკრებში მოხვდა რანდალ კოლო მუანიც, ხეფრენ ტურამი კი, ვინც იუვენტუსის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა…

50 views
error: დაცული კონტენტი !