TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:“ იუვეს მაისურის ტარება დიდი პატივი და პრივილეგიაა“

იუვენტუსის ახალწვეულმა პიერ კალულუმ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველი შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიურია, აქ ყველა ძალიან თბილად დამხვდა, რაც ადაპტაციაში ძალიან მეხმარება. როგორც ყოველთვის, მე გუნდისთვის თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯები.

„მე უკვე ვიცი, თუ რა მოთხოვნები აქვს ტიაგო მოტას, მისი აქყოფნა გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან ვიცოდი, რომ მას ჩემი იუვენტუსში ხილვა უნდოდა. დღევანდელი იუვენტუსის სათამაშო სტილი ჩემს მახასიათებლებს შესანიშნავად ერგება.

„იუვენტუსის მიზნები ? ჩვენ ჯერ თავგადასავლის დასაწყისში ვართ, ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში ბოლოდე დახარჯვა და ქომაგების გაბედნიერებაა.

„იუვენტუსი დიდებული გუნდია, აქ ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პრივილეგია და პატივია, ეს ჩემთვის კიდევ ერთი შანსია, ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო და ტიტულებისთვის ვიბრძოლო.

„სიტუაცია გასახდელში ? გასახდელში ძალიან კარგი ატმოსფეროა. გუნდში უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად არის მომართული და გვსურს, კარგი სეზონი გვქონდეს.

„სირთულეები გასულ სეზონში ? მე ტრავმების გამო პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო.“