კალულუ, გონსალესი, კოპმეინერსი და ლუისი სასტარტოში იქნებიან
იუვენტუსი რამდენიმე საათში ტოსკანაში ემპოლის დაუპირისპირდება და ტიაგო მოტა სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად რამდენიმე ახალწვეულს დააყენებს.
Sky Sport-ის ცნობით, სასტარტო შემადგენლობიდან შეხვედრას დაიწყებენ პიერ კალულუ, დუგლას ლუისი, ნიკო გონსალესი და ტეუნ კოპმეინერსი, სავარაუდო თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, გატი, კამბიაზო, ლოკატელი, ლუისი, გონსალესი, კოპმეინერსი, ილდისი და ვლაჰოვიჩი.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 8 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაციის ლინკები დაიდება ჩვენს Telegram-ზე.