TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალიარი კავილიას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ვენეციაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, იუვენტუსის ნახევარმცველის ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერზე მუშაობა კალიარიმ დაიწყო.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სარდინიელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს დღეებში იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

ბიანკონერი იტალიელის გაშვების წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 7-8 მილიონ ევროს ითხოვს. კალიარის გარდა, ჰანსის მიმართ ინტერესს პალერმო და კრემონეზე იჩენენ.