TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალი:“ მიღებული შანსისა და გამარჯვების გამო უბედნიერესი ვარ“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ხუან კაბალმა, ვინც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვების გოლის მომენტში გადამწყვეტი როლი ითამაშა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ვარჯიშებზ ბევრს ვმუშაობთ და მინდა მწვრთნელს გამოცხადებული ნდობისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი მეუღლე ორსულად არის და გოლიც სწორედ მას ეძღვნება.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ლაციოს წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნებოდა, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„შეზღუდული სათამაშო დრო ? მე ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი იღებს.“