ჯუნტოლი ოსიმენის აგენტთან მოლაპარაკებებს შეუდგა
იტალიელი ჟურნალისტის ენრიკო კამელიოს ინფორმაციით, იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ვიქტორ ოსიმენის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისის გამო მოლაპარაკებები გუნდებს შორის ძალიან რთული იქნება, თუმცა თუ იუვენტუსმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, პარტენოპეის მისი ტურინში გაშვება მოუწევს.
იუვენტუსი ოსიმენის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდს ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩი დატოვებს.