TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი ტურამის ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს

დუგლას ლუისის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლის ნიცადან კეფრენ ტურამის ტრანსფერის გაოფიციალურება სურს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება ახლოს არის, რომლის მიხედვითაც ფრანგები ლილიან ტურამის შვილის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და არ არის გამორიცხული, ნიცამ ტურამის ტრანსფერში ჯოზეფ ნონგეს ჩართვა ითხოვოს, რისი წინააღმდეგიც ბიანკონერი არ არის.

35 views
error: დაცული კონტენტი !