ჯუნტოლი ტოდიბოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ფრანგი მცველი დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეა და ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 24 წლის ფეხბურთელი სეზონში 2 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს, ტურინული გრანდი საერთო ენის გამონახვას ნიცასთან ცდილობს.
ფრანგებს ტოდიბოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, ბიანკონერი კი თავის მხრივ მისი 30 მილიონის ფარგლებში გაფორმებას ცდილობს, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.