TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი კოპმეინერსის ტრანსფერზე გააქტიურდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლიმ ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ლა დეას ამ მომენტისთვის 45 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ ბერგამოელები 60 მილიონს ითხოვენ და იუვენტუსს წინადადების გაუმჯობესება მოუწევს.

გამოცემის ინფორმაციით, ლა დეას ნიდერლანდელის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ რომელიმე გრანდის ინტერესის შემთხვევაში, ატაალნტა მას წასვლის საშუალებას მისცემს…