TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ კამბიაზოს ტრანსფერით ინგლისური გუნდი ინტერესდებოდა, მაგრამ…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კომოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„როგორ შევაფასებდი სატრანსფერო ფანჯარას ? ჩვენ სეზონის პირველ ნახევარში ტრავმების გამო ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოგვიწია, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზში, თუმცა ახალი ფეხბურთელები ჩვენ ძალიან დაგვეხმარებიან.

„კოლო მუანი ? ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე წარმოქმნილ შესაძლებლობებს ყურადღებით ვსწავლობდით და როდესაც მისი გაფორმების შანსი გაჩნდა, ჩვენ ის გამოვიყენეთ. კოლოს კარგი სტარტით ბედნიერები ვართ, მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

„კამბიაზო ? მისი ტრანსფერით მნიშვნელოვანი ინგლისური გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შეთანხმება არ შედგა, აქ განსაკუთრებული არაფერია. ჩვენი ახალგაზრდების მიმართ ინტერესს ბევრი გუნდი იჩენს, თუმცა იუვეს პრიორიტეტი მათი შენარჩუნებაა.

„ჩვენი მიზნები მიმდინარე სეზონში ? ჩვენი მიზანი კონცენტრაციის მომდევნო მატჩზე გაკეთებაა. ჩვენ იუვენტუსი ვართ და გვაქვს ვალდებულება, რომ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ და განვითარება გავაგრძელოთ.

„ვნანობთ თუ არა კინის გაყიდვას ? არა, ჩვენ მხოლოდ ჩვენს ფეხბურთელებზე ვფიქრობთ. იუვენტუსს შესანიშნავი შეტევა ჰყავს.“

error: დაცული კონტენტი !