ჯუნტოლი ნაპოლისთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში ნაპოლისთან ვიქტორ ოსიმენის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
ოსიმენის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ოსიმენის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლისა და ნიგერიელ ფორვარდს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ამიტომ ტურინული გრანდი ოსიმენის გაფორმების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.