ჯენოა მილიკის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის მსურველების სიას ჯენოაც შეუერთდა.
ჯენოა ალბერტ გუდმუნდსონის შემცვლელის ძიებაშია, ვინც კარიერას დიდი ალბათობით ფიორენტინაში გააგრძელებს და La Repubblica-ს ინფორმაციით, მათი პრიორიტეტი სწორედ მილიკი გახლავთ.
იუვენტუსი პოლონელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 8-9 მილიონ ევროს ითხოვს.