TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯენოა იუვენტუსის ორ ტალანტს იფორმებს

ჯენოა უახლოეს საათებში იუვენტუსიდან ორი ფეხბურთელის გაფორმებას დაადასტურებს.

გენუური გუნდის რიგებს ფაბიო მირეტი და NextGen-ის კაპიტანი ტარიკ მუჰარემოვიჩი შეუერთდებიან.

მირეტი ჯენოაში მშრალი იჯარით გადაბარგდება და სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება, მუჰარემოვიჩის კონტრაქტში კი ჩაიდება პუნქტი, რომელიც გენუელებს მისი გამოსყიდვის საშუალებას მისცემს, თუმცა იუვენტუსს მომავალში ფეხბურთელის დაბრუნება შეეძლება.

ბიანკონერი თავის მხრივ ჯენოადან ახალგაზრდა ტალანტს ხრისტოს პაპადოპულოსს გაიფორმებს, ის იუვენტუსის NextGen-ის რიგებს შეუერთდება.