ჟეგროვას სპალეტის დასარწმუნებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება
იუვენტუსი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ედონ ჟეგროვას გაუშვებს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის კოსოვოელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და თუ მომდევნო კვირებში მან თამაშის ხარისხი არ გააუმჯობესა, 26 წლის გარემარბი იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს.
ჟეგროვა იუვენტუსს ლილიდან 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 445 წუთი გაატარა და თავი ვერც გოლით, ვერც საგოლე გადაცემით ვერ წარმოაჩინა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
