TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვას იუვენტუსში ადგილის შესანარჩუნებლად 2 თვე აქვს…

La Stampa-ს ინფორმაციით, ედონ ჟეგროვას დრო იუვენტუსში იწურება.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის კოსოვოელი ფეხბურთელის ტურინში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია და მას ლუჩიანო სპალეტის აზრის შესაცვლელად სულ 2 თვე დარჩა.

გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა არა მხოლოდ მისი არასტაბილური თამაში, არამედ ჟეგროვას ტექნიკური შესაძლებლობებია. ლუჩიანოს უფრო მშრომელი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელის ხილვა სურს, რაც ედონის იუვენტუსში დარჩენის შანსებს სულ უფრო ამცირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !