ჟეგროვა მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და იუვენტუსში დარჩენა სურს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ედონ ჟეგროვა ამ მომენტისთვის მისი გაფორმების მსურველ გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, კოსოვოელ ფეხბურთელს იუვენტუსში დარჩენა უნდა და იმედი აქვს, რომ სეზონის დარჩენილ მატჩებში თავის წარმოჩენას და ლუჩიანო სპალეტის დარწმუნებას შეძლებს.
იუვენტუსი თავის მხრივ მის გაყიდვას გეგმავს და ფინანსური ზარალის თავიდან ასარიდებლად მის სანაცვლოდ მინიმუმ 12 მილიონი ევროს მიღება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
