იუვენტუსისთვის სენესის გაფორმება სულ უფრო რთულდება…
იუვენტუსი მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია სულ უფრო რთულდება.
იტლაიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, არგენტინელისთვის ბრძოლაში ტოტენჰემი და ასტონ ვილაც ჩაერთვნენ.
წყაროს ცნობით, ინგლისელები არგენტინელს იუვენტუსზე გაცილებით ხელსაყრელ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ, რაც ტურინულ გრანდს საქმეს საგრძნობლად ურთულებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
