იუვენტუსში კიელინის გავლენა იზრდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის რიგებში ჯორჯო კიელინის გავლენა სულ უფრო იზრდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ დამიენ კომოლის მომავალი ტურინული გრანდის რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჯორჯო კიელინი თავის მხრივ იუვენტუსის მფლობელების სრული ნდობით სარგებლობს და მისი გავლენა გუნდში მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
წყაროს ცნობით, ლეგენდარულ იტალიელს პირადად ჯონ ელკანის მხარდაჭერა აქვს და იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა კომოლი გუნდში, კიელინის იუვენტუსიდან წასვლა არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
