TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

წყაროს ცნობით, წითელი ეშმაკები სანჩოს იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა სურთ, რომ შემდგომში მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს, ბიანკონერის კი თავის მხრივ ამ პუნქტის გააქტიურება სურვილის მიხედვით უნდა.

თავად ინგლისელს ტურინში ტრანსფერზე თანხმობა უკვე ნათქვამი აქვს და გუნდების მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.