იუვენტუსსა და ბრიუგეს შორის ორდონიესის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ბრიუგეს მცველის ჯოელ ორდონიესის ტრანსფერზე არ მუშაობს.
გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინული გრანდი ეკვადორელი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს იყო.
სკირას თქმით, იუვენტუსი ბრიუგესთან 22 წლის მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
