იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ჰოლმი-მარიოს ბარტერზე მუშაობა გრძელდება
იუვენტუსი ემილ ჰოლმის ტრანსფერის დახურვაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი 25 წლის ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბოლონიაში კი იმავე პირობებით ჟოაუ მარიოს გაშვება იგეგმება.
პრობლემა პორტუგალიელი ფეხბურთელის მაღალი გასამრჯელოა, ბოლონია ითხოვს, რომ იუვენტუსმა მარიოს ხელფასი დიდი ნაწილი დაფაროს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსს იმედი აქვს, ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
