იუვენტუსსა და ატლეტიკოს 5 მილიონი აშორებთ
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ბოლო წინადადების მიხედვით, ტურინული გრანდი ნორვეგიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.
წყაროს ცნობით, ესპანელები თავის მხრივ 30 მილიონსა და ბონუსბის სახით კიდევ 5 მილიონს ითხოვენ.
მოსალოდნელია, რომ მხარეები საერთო ენას 27-28 მილიონი ევროს ფარგლებში გამონახავენ, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
