TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკეტი:“ იუვენტუსს ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ მოუწია თამაში“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ გუშინდელი მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსს ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა: უიღბლობა პირველ წუთებში ბრემერისა და გონსალესის ტრავმების გამო, საეჭვო წითელი ბარათი და 11-მეტრიანი, ამდენი პრობლემის ფონზე ბრძოლის გაგრძელება და გამარჯვება ბევრ გუნდს არ შეუძლია.

„იუვენტუსმა გუშინ ხასიათი აჩვენა, რაც ბოლო წლებში გვაკლდა. ფეხბურთელები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ მაშინაც კი, როდესაც მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რაც ძალიან დასაფასებელია.“