იუვენტუსის პირველი წინადადება სენესის
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა არგენტინელ მცველს პირველი ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა და მისი პასუხის მოლოდინშია.
მორეტოს თქმით, იუვენტუსს კონკურენციას ტოტენჰემი, ბარსელონა და დორტმუნდი უწევენ.
ბიანკონერი სენესის 4-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
