იუვენტუსის წინადადება რუდიგერს…
იუვენტუსი ანტონიო რუდიგერის ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები დაიწყო.
გერმანელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რეალთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი პრიორიტეტი ბლანკოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ მისი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შანსი იზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, რუდიგერს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და სეზონში 5 მილიონი გადაუხადოს. მისი გუნდში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს, ვინც რუდიგერს რომაში ყოფნის დროიდან იცნობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
