TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის საბოლოო უარი ჩელსის…

ჩელსი დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვას კვლავ ვერ ახერხებს.

SportItalia-ს ცნობით, ლონდონელები ბრაზილიელის ფასიანი იჯარით გაფორმებას ცდილობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ იუვენტუსი ლუისის იჯარით გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.

ლუისი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის.

error: დაცული კონტენტი !