TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ტოდიბოს ტრანსფერში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა

ფრანგული მედიის ცნობით, იუვენტუსსა და ვესტ ჰემს ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერში კონკურენციას ნიუკასლი გაუწევს.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და მათ მოტხოვნილი 35 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, თუმცა პრობლემა თავად ფეხბურთელის პოზიციაა.

წყაროს ცნობით, ტოდიბოს იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რაც ინგლისელებს საქმეს საგრძნობლად ურთულებს.