TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს სტოუნსი შესთავაზეს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსს მანჩესტერ სიტის მცველი ჯონ სტოუნსი შესთავაზეს.

სტოუნსი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მის წარმომადგენელს კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

რომანოს თქმით, ინგლისელი მცველის სამსახური როგორც იუვენტუსს, ასევე სხვა იტალიურ და ევროპულ გრანდებს შესთავაზეს. ტურინულ გრანდს ფეხბურთელის ბურთის თამაშის შესაძლებლობა მოსწონს, თუმცა მისი ფიზიკური კონდიციების გამო გარკვეული ეჭვები აქვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !