იუვენტუსს სორლოთის ტრანსფერის დახურვა მუნდიალის დაწყებამდე სურს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ალექსანდერ სორლოთს შორის პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს და ინგლისში არსებული ინტერესის მიუხედავად, ის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
მორეტოს თქმით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და ტურინულ გრანდს ესპანელებთან საერთო ენის გამონახვა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
