იუვენტუსის სკაუტები კონეს აკვირდებიან
იუვენტუსის სკაუტები სასუოლოს მატჩებს ესწრებიან და მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი ისმაელ კონე გახლავთ.
23 წლის ნახევარმცველი სასუოლოს მარსელიდან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ნეროვერდის რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სასუოლო კანადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
