იუვენტუსს იტალიაში საუკეთესო ახალგაზრდული სექტორი აქვს
იუვენტუსი NextGen-ის დახმარებით ბოლო წლებში იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებითა და მათი გაყიდვით საუკეთესოა.
Calcio e FInanza-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სერია ა-ში 27 ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც იუვენტუსის აკადემია აქვს გამოვლილი.
წყაროს ცნობით, მათი საერთო ფასი 286 მილიონი ევროა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
