TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს პსვ-სთან ურთულესი მატჩი ელოდება

რომასთან და ემპოლისთან არც თუ ისე კარგი შეხვედრებისა და შედეგების შემდეგ, ტიაგო მოტას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ მატჩისთვის შეუდგა მზადებას.

ბიანკონერი ნიდერლანდელებს 17 სექტემბერს, გადავსებულ Allianz Stadium-ზე უმასპინძლებს და ტიაგო მოტას ბიჭებს წინ ურთულესი მატჩი ელოდებათ.

პსვმ სეზონი დიდებულად დაიწყო, ერედივიზიის პირველ 5 შეხვედრაში 5 გამარჯვება მოიპოვა, 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

პსვ ტურინს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემებით ესტუმრება. გუნდს დიდი ალბათობით ტრავმების გამო სერჟინო დესტი, ფოდე ფოფანა, ირვინგ ლოსანო და არმანდო ობისპო ვერ დაეხმარებიან, იუვენტუსის დანაკლისი კი ამ მომენტისთვის ფრანცისკუ კონსეისაუ და არკადიუშ მილიკი გახლავთ.