იუვენტუსის პრიორიტეტი პიერ კალულუს კონტრაქტია
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტი მომდევნო დღეებში პიერ კალულუს კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება.
ფრანგი მცველი იუვენტუსის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და არაერთი გრანდის, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი დაიმსახურა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კალულუს გაყიდვას არ აპირებს, ის ლუჩიანო სპალეტისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ამიტომ გუნდი მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც 2030 წლამდე იქნება ძალაში.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
