TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პრიორიტეტი იანვარში ჰოიბიერგია

იუვენტუსი იანვარში ნახევარმცველის გაფორმებას ეცდება და ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი მარსელის ფეხბურთელი პიერ-ემილ ჰოიბიერგია.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი 30 წლის მარსელის ფეხბურთელს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს. გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ლუჩიანო სპალეტის სქემას იდელაურად მოერგება და რომლის გაფორმებაც დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, გუნდის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

წყაროს ინფორმაციით, რობერტო დე ძერბის 30 წლის ფეხბურთელის იანვარში გაშვება არ სურს, მაგრამ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ფრანგები უარს არ იტყვიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !