TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ოსიმენის გაფორმება 75 მილიონად შეეძლება

იტალიურ მედიაში იუვენტუსის მხრიდან ვიქტორ ოსიმენის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.

დუშან ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კი მისი გუნდიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება და ოსიმენი სერბის პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრება.

Il Mattino-ს ცნობით, იუვენტუსს ოსიმენის გაფორმება 75 მილიონად შეეძლება, რისი გადახდაც ჯუნტოლის ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს. ტურინულ გრანდს კონკურენციას პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი გაუწევენ.