იუვენტუსს კელის გაყიდვა უნდა
იუვენტუსი მომდევნო კვირებში ლოიდ კელის გაყიდვას ეცდება.
La Stampa-ს ცნობით, ინგლისელი მცველის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის არაერთი გუნდი იჩენს და იუვენტუსი იმედოვნებს, კელი სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდება.
ტურინული გრანდი ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის, კელის გაყიდვა კი გუნდს ჯონ ლუკუმის ან კიმ მინ-ჯეს ტრანსფერისთვის საჭირო რესურსს მისცემს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
