TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კამბიაზოს 2 შემცვლელი შერჩეული ჰყავს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ანდრეა კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის არასტაბილური თამაშის გამო უკმაყოფილოა და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, კამბიაზო გუნდს დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ანდრეა ზაფხულში გაიყიდება, კრისტიანო ჯუნტოლი მის ნაცვლად 23 წლის მიგელ გუტიერესის ან 24 წლის მაქსიმ დე კუიპერის გაფორმებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !