იუვენტუსის ინტერესი ტონალის მიმართ სერიოზულია
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ნიუკასლის ნახევარმცველის სანდრო ტონალის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
იტალიურ და ინგლისურ წყაროებში აქტიურად იწერება, რომ ტონალი ინგლისში ბედნიერი არ არის და იანვარში იტალიაში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, ტონალის გაფორმების ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია, თუმცა ტურინულ გრანდს მის გასაფორმებლად რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის ნიკოლო ფაჯოლის გაყიდვა მოუწევს.