იუვენტუსის ინტერესი რუდიგერის მიმართ სერიოზულია
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი რეალის მცველის ანტონიო რუდიგერის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ვეტერანი გერმანელის გუნდში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს, მათ ერთად რომაში მუშაობის გამოცდილება აქვთ და იტალიელი სპეციალისტი რუდიგერს გუნდის დაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
რუდიგერის პრიორიტეტი რეალში დარჩენაა, მაგრამ მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და თუ მადრიდულმა გრანდმა მას ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზა, 33 წლის მცველის გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
