იუვეს ინტერესი მარსელის კაპიტანის მიმართ სერიოზულია
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი მარსელის უკანახაზელის ლეონარდო ბალერდის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იგორ ტუდორის ფავორიტი არჩევანია. ხორვატი სპეციალისტი არგენტინელს მარსელში მუშაობის დროს წვრთნიდა და მას კარგად იცნობს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ბალერდის სანაცვლოდ მოთხოვნილ 35-40 მილიონის შემცირებას ტრანსფერში სამუელ მბანგულას ან ნიკო გონსალესის ჩართვით ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)