იუვენტუსის ინტერესი ლობოტკას მიმართ სერიოზულია
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ნაპოლის ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონია მითითებული, მაგრამ მისი გააქტიურება მხოლოდ არაიტალიურ გუნდებს შეუძლიათ, ამიტომ იუვენტუსს მოლაპარაკებები პირადად ჯოვანი მანასთან და აურელიო დე ლაურენტისთან მოუწევს.
მოსალოდნელია, რომ ნაპოლი იუვენტუსისგან ლობოტკას სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონს მოითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
