TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს დეპაის სამსახური შესთავაზეს

იტალიური მედიის ცნობით, მემფის დეპაი ბრაზილიური კორინთიასის რიგებს უახლოეს პერიოდში დატოვებს და ნიდერლანდელ ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

Tuttomercato-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნას უკვე შეუდგა და მისი სამსახური სევილიასა და იუვენტუსს შესთავაზა.

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძებას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განიხილავს თუ არა კრისტიანო ჯუნტოლი 30 წლის დეპაის კანდიდატურას.