TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვეს ბრემერის ჩანაცვლება კიმით სურს

გასულ კვირებში გლეისონ ბრემერის იუვენტუსიდან წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა და ტურინულ გრანდს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

ბრაზილიელი მცველის გამოსასყიდი თანხა 54 მილიონია და ბრემერის მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომელიმე გუნდმა ამ პუნქტის გააქტიურება გადაწყვიტოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ ბრემერი იუვენტუსიდან წავიდა, ტურინული გრანდი ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს გაფორმებას ეცდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).