იუვენტუსის ახალი წინადადება მაკკენის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა უესტონ მაკკენის ახალი წინადადება გაუმზადა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ამერიკელის ხელშეკრულება 3 წლით გაახანგრძლივოს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
იუვენტუსი მაკკენის წლიური გასამრჯელოს 2.7 მილიონიდან 3.5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 0.5 მილიონი დაემატება.
მოლაპარაკებები გრძელდება აგენტის საკომისიოს შესახებაც, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
