იუვენტუსის ახალი წინადადება ატალანტას
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე ახალი წინადადება უკვე გაუმზადა, რომელსაც უახლოეს დღეებში წარუდგენს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ლა დეას ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
კოპმეინერსს იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, რომლის მიხედვითაც ის სეზონში გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.