იუვენტუსის 3 პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ცნობილია…
ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შემდეგ, რაც ფინანსური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას შეუდგა.
SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეები ვიქტორ ოსიმენი, ბოლონიას დან ნდოიე და სანდრო ტონალი იქნებიან.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ცენტრალური მცველის გაფორმებასაც ეცდება, თუ გუნდმა ჩელსისთან რენატუ ვეიგას თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.