TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს მომდევნო 2 საშინაო მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის

ტრავმების გამო არსებული პრობლემების მიუხედავად, იუვენტუსის ქომაგებს შორის ენთუზიაზმის ნაკლებობა არ შეიმჩნევა.

იტალიური წყაროების ცნობით, ტურინული გრანდის მომდევნო 2 საშინაო მატჩი ბოლონიასა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სრული ანშლაგის ფონზე ჩაივლის.

იუვენტუსი პროცენტულად საშინაო მატჩებზე დასწრების მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს, Allianz Stadium-ზე სულ დაახლოებით 42,000 ქომაგი ეტევა, საშუალოდ კი მიმდინარე სეზონში 41,000-ზე მეტი ბილეთი იყიდება.