TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ნიცას შორის მოლაპარაკებები გრძელდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ტოდიბოსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და ფრანგი ფეხბურთელი გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვის მოლოდინშია.

რომანოს ცნობით, იუვენტუსი ნიცას ტოდიბოს სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს შესთავაზებს.