TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კოპმეინერსის თაობაზე ახალ წინადადებას მომდევნო კვირის ბოლომდე წარადგენს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მომდევნო კვირის ბოლომდე მიმართავს.

ტურინული გრანდის ბოლო წინადადება ნიდერლანდელის თაობაზე 45 მილიონი ევრო გახლდათ და გამოცემის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი შეთავაზების გაუმჯობესებას მას შემდეგ შეძლებს, რაც გუნდი მატიას სულეს სანაცვლოდ მოთხოვნილ 30-35 მილიონს მიიღებს.

სულე მომდევნო დღეებში დიდი ალბათობით რომას რიგებს შეუერთდება, რაც იუვენტუსს კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობის განახლების საშუალებას მისცემს.